144 ქვეყანას შორის, საქართველომ, გენდერული უთანასწორობის რეიტინგში, 90-ე ადგილი დაიკავა

144 ქვეყანას შორის, საქართველომ, გენდერული უთანასწორობის რეიტინგში, 90-ე ადგილი დაიკავა – ასეთია, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგები.
საქართველო, ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების პარამეტრით, 61-ე ადგილს, განათლების დონის პარამეტრით – 78-ე ადგილს, ჯანდაცვისა და გადარჩენის პარამეტრით – 119-ე ადგილს, პოლიტიკური უფლებამოსილების პარამეტრით კი 114-ე ადგილს იკავებს.
პირველ ადგილზე, გენდერული უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მოხვდა ისლანდია, მეორე ადგილზე ფინეთია, მესამეზე კი ნორვეგია. ტოპ-ხუთეულში მოხვდნენ შვედეთი და რუანდა. რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს იემენი. დოკუმენტის თანახმად, გენდერული უთანასწორობის მაჩვენებლების დინამიკა იძლევა პროგნოზის საშუალებას, რომ მსოფლიოში მამაკაცებისა და ქალების ეკონომიკური თანასწორობის მიღწევა მხოლოდ 170 წელიწადში გახდება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები