„ენერგო-პრო ჯორჯია“ თეთრიწყაროს რაიონში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს. “სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. უხვი ნალექი ართულებს ქსელის აღდგენითი სამუშაოების წარმოებას, თუმცა კომპანიის სპეციალური ბრიგადები ინტენსიურად განაგრძობენ მუშაობას. თეთრიწყაროს რაიონში კომპანიის სხვა ფილიალებიდან შეყვანილია დამატებითი ტექნიკური ბრიგადები და მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. იმ შემთხვევაში თუ ამინდი არ გაუარესდა, სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოხერხდება დღის ბოლოს”, – აცხადებენ “ენერგო-პროში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები