„ბახმაროში“ საკურორტო სეზონის სამუშაოებთან დაკავშირებით გურიის ადმინისტრაციაში მორიგი შეხვედრა გაიმართა

დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე გერმანელ ინვესტორს ინგუ შლუციუსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს და განსახორციელებელ გეგმებზე დეტალურად ისაუბრეს.
„ბახმარო ზამთრის ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს და პროფესიონალებს ევროპის ქვეყნებიდან წელს პირველად უმასპინძლებს. კურორტს დეკემბერ-იანვარში, 60-მდე ევროპელი ტურისტი და მედიის წარმომადგენელი ეწვევა და მოხდება მისი, როგორც სათხილამურო კურორტის ათვისება,“- განაცხადა გია სალუქვაძემ.
როგორც შეხვედრაზე ინვესტორმა განმარტა, ბახმარო გამოირჩევა უნიკალური ჰავით, კლიმატითა და თოვლით. კურორტი იქნება ერთ-ერთი ევროპული დონის დასასვენებელი და გასართობი ადგილი, სადაც ჩამოვა უამრავი ტურისტი. მომავალში ასევე დაიწყება სასტუმროს მშენებლობაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები