ჭიათურის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე, ჭიათურაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კომპანიის ხელმძღვანელმა, მოსახლეობას ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო, რომლის სამუშაოების დაწყებაც რამდენიმე თვეში იგეგმება.
ჭიათურის მოსახლეობას წყალი დღემდე სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მცხოვრებლები 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სრულიად ახალი სათავე ნაგებობა, საქლორატორო სადგური, შემკრები რეზერვუარი და ჭაბურღილები.
შეხვედრისას, კომპანიის ხელმძღვანელმა მოსახლეობას ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში ახორციელებს. ასევე ისაუბრა კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები