დავით ნარმანია: გზებზე იყრება მარილი, რათა თბილისის შემოერთებულ დასახლებებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ

“უამინდობის გამო ”თბილსერვის ჯგუფი” ინტენსიურად მუშაობს, გზებზე იყრება ტექნიკური მარილი, რათა თბილისის შემოერთებულ დასახლებებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას”, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
ნარმანიას ინფორმაციით, სოციალურად დაუცველებს უკვე მიაწოდეს შეშა.
”მინდა სამ უწყებას მივცე დავალება. პირველ რიგში, ბაგა-ბაღების სააგენტოს უნდა მივცე დავალება, რომ შეამოწმონ გათბობის სისტემები ბაღებში. ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი, თუმცა გათბობის საშუალების შემოწმება და ზამთრის დადგომამდე კიდევ ერთხელ შესაბამისი სამუშოების ჩატარება აუცილებელია. ”თბილსერვის ჯგუფს” ვავალებ გააგრძელოს მუშაობა ინტენსიურად, დაიყაროს გზებზე ტექნიკური მარილი, რომ გადაადგილება უსაფრთხო იყოს.
ვავალებ რაიონულ გამგეობებს თავიანთი რესურის ფარგლებში მხარში დაუდგნენ სოციალურად დაუცველებს და უზრუნველყონ მათი მხარდაჭერა სათბობი შეშით, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ზამთარი უპრობლემოდ გადაიტანოს”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები