თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, ელექტრომომარაგების მიწოდების შეზღუდვა დაგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება.
ვაკის რაიონში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14:00 საათიდან  18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საყვირის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები