საკრებულოში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფის მორიგი ანგარიში მოისმინეს

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ საკრებულოს 9 თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის წარდგენას თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი დაესწრნენ. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გენერალური გეგმა ითვალისწინებს ზონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჯერ კიდევ აუთვისებელი და გამოუყენებელი ტერიტორიების სწორად განაწილების საკითხებს და არსებული ტერიტორიების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დავით ნარმანიას თქმით, გენერალური გეგმა იქნება ქალაქის შემდგომი სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი.
„დღეს ჩვენ განვიხილეთ გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი, 9 თვის განმავლობაში გაწეული, საქმიანობის ანგარიში. დედაქალაქის საკრებულოს წევრები გაეცნენ სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე მომზადებულ დოკუმენტაციას. წარმოდგენილმა ანგარიშმა დაგვანახა, რომ ამ ეტაპისთვის, სოლიდური სამუშაოა შესრულებული. ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს და შემდგომი სამი თვის განმავლობაში, უნდა დაიწყოს კონკრეტული რეგულაციების მომზადება. ამჟამად ჯგუფი მუშაობს შემოვლითი რკინიგზის გადატანასთან დაკავშირებული საკითხების ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილზე, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, საკრებულოს წევრებს ყოველკვარტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია. მისივე თქმით, გეგმაზე მუშაობა აპრილში დასრულდება და მზად იქნება საკრებულოს მხრიდან დასამტკიცებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები