“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მოსახლეობას აფრთხილებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას ოდორანტის სუნის შესაძლო გავრცელების შესახებ აფრთხილებს.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე, საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. კერძოდ, ხვალ ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში, ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.
„ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე მოხდება შპს „ბორჩალოს“ (მარნეულის რაიონი), კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის, შპს „ჩირინა 3“-ისა და ვაზიანის (გარდაბნის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების სუნი, თუმცა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, – აცხადებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და მოსახლეობას შესაძლო დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები