დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს, ვინც კვლევას ჩაიტარებს

„C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტში ჩართულობის კრიტერიუმი მოხსნილია და ნებისმიერ ადამიანს, ვინც კვლევას ჩაიტარებს შეუძლია ჩაერთოს“, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ თბილისში, C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მრჩეველთა ჯგუფი აღმოფხვრის პირველი ფაზის მიმდინარეობას შეაფასებს.
ასევე, წარმოადგენენ გრძელვადიან სამოქმედო გეგმას, ვირუსის გავრცელების კვლევის შედეგებს და სამომავლო პრიორიტეტულ დაგეგმვაზე იმსჯელებენ.
“ბედნიერი ვარ და მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პროექტი წარმატებულად მიდის, მნიშვნელოვნად იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომელებსაც პროექტში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ.
მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომლებიც კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ. ვფიქრობ ორი სამუშაო დღე მნიშვნელოვან ინფორმაცის მოგვცემს, როგორ გავაუმჯობესოთ ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი.
C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს მკურნალობას. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა პროექტში ჩართულობის კრიტერიუმი მოგვეხსნა და ნებისმიერს, ვინც შესაბამის კვლევებს გაივლის მიიღოს მკურნალობა. თუ შარშან თვის განმავლობაში შეგვეძლო პროექტში 700-800 პაციენტის ჩართვა, ახლა შესაძელებელი 5000 პაციენტის ჩართვა და ეს ბოლო არ არის”, – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მონაცემებით C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში 2015 წლის აპრილიდან დღემდე მკურნალობაში 20 000-მდე ბენეფიციარი ჩაერთო, 9 671 პაციენტმა კი დაასრულა მკურნალობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები