მამუკა არეშიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობას თავისი პლუსიც აქვს

საკონსტიტუციო უმრავლესობა განსაკუთრებულ საფრთხედ არ მეჩვენება, – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მეტიც, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აღნიშნულს თავისი პლუსებიც აქვს, რადგან პასუხისმგებლობა მთლიანად “ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.
„საკონსტიტუციო უმრავლესობა განსაკუთრებულ საფრთხედ არ მეჩვენება. ჩემი აზრით, ამას თავისი პლუსიც აქვს, რადგან პასუხისმგებლობა მთლიანად “ქართულ ოცნებას“ დაეკისრება, ხელს ვეღარავისკენ გაიშვერენ და ვერ იტყვიან მუშაობაში ხელს გვიშლიანო.
ამასთანავე, როდესაც გვეუბნებიან, რომ ერთი პარტიის მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობით, შესაძლოა, დამუხრუჭდეს დემოკრატიული განვითარება, ავიწყდებათ, რომ ჩვენთან, სამეზობლოსგან განსხვავებით. აქტიური და, ცოტა არ იყოს, აგრესიული სამოქალაქო საზოგადოებაა. თუ ამ საზოგადოებამ ხელისუფლების გაკონტროლება მოახერხა, არაფერიც არ მოხდება“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები