ნინო წილოსანი გურულ სტუდენტებს: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაბრუნდეთ გურიაში და იქ დასაქმდეთ

მინდა, რომ თქვენი ცოდნის რეალიზაცია მოახდინოთ თქვენივე რაიონში, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო წილოსანმა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, გურულ სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
წილოსანის თქმით, მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალგაზრდობა დასაქმდეს და გურიაში საზოგადოებრივი ცხოვრება გააქტიურდეს.
“მინდა, რომ თქვენი ცოდნის რეალიზაცია გააკეთოთ თქვენივე რაიონში, რეგიონში, რადგან სოფელი რომელიც ახალგაზრდობისგან იცლება, არ არის პერსპექტიული, ხოლო ქვეყანა – განვითარებისკენ ორიენტირებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაბრუნდეთ გურიაში და იქ დასაქმდეთ, გქონდეთ თქვენი ბიზნესები.
მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის მანძილზე “ქართულმა ოცნებამ “ყველა პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო, ქვეყნის დასტაბილურება და სწორი მიმართულებების განსაზღვრა, მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ჩავყარეთ საფუძველი იმისთვის, რომ ხვალიდან დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა, სწორედ ამ აღმშენებლობის პროცესში გეპატიჟებით თქვენ”,- მიმართა წილოსანმა სტუდენტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები