ილია მეორე: ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც ქმნა უფალმა, ეს არის ხატი, ხატის ძალა

ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც ქმნა უფალმა, ეს არის ხატი, ხატის ძალა – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, კურთხევის შემდეგ ხატს ეძლევა დიდი ძალა.
„ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც ქმნა უფალმა, ეს არის ხატი, ხატის ძალა. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, უარყოფს ხატის თაყვანისცემას, მაგრამ მეშვიდე მსოფლიო კრებამ დაადგინა, რომ ხატი არის გამოსახულება იმ პირველი ადამიანისა, რომელიც არის გამოსახული ამ ხატზე. კურთხევის შემდეგ ხატს ეძლევა დიდი ძალა. ჩვენ რომ დავადგინეთ, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ თავიანთი შვილები, ხატით უნდა დალოცონ. ეს ხატი მუდამ მფარველი ძალა იქნება შვილისა“, – აღნიშნა ილია მეორემ.
წირვაში, რომელიც პატრიარქმა აღავლინა, მონაწილეობა მიიღო ლიტვის მთავარეპისკოპოსმა ინოკენტიმ. პატრიარქმა მას მაცხოვრის ხატი უსახსოვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები