დევდორაკზე ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შვეიცარიელ ექსპერტებთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად დევდორაკ-ამალის ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემის ფუნქციონირებას ადგილზე გაეცნო.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს ინიციატივით, შვეიცარიულმა კომპანიამ GEOTEST ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემა დაამონტაჟა, რომელიც როგორც მყინვარს, ასევე მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკულ დონეებს თანამედროვე ტექნოლოგიებით გააკონტროლებს. ასევე, შეიქმნა მონაცემების კომუნიკაციის ერთიანი სისტემა, რაც ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
შვეიცარიელმა ექსპერტებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად სამუშაოები 1800 და 3300 მეტრ სიმაღლეზე აწარმოეს. სისტემის მიზანია, მოახდინოს ბუნებრივი სტიქიური პროცესების დროული დაფიქსირება, რათა შესაბამისმა უწყებებმა საფრთხის ზონაში ევაკუაციის წინასწარ შემუშავებული გეგმა განახორციელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები