სოფიო შამანიდი სოფელ ქანდაში მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი სოფელ ქანდაში მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
სოფიო შამანიდის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრისას სოფლის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
სოფელ ქანდაში, რომელიც მცხეთასთან ახლოს მდებარეობს და ძირითადად ასირიელებითაა დასახლებული, ქანდის წმინდა ცამეტი ასურელი მამის მონასტერი მდებარეობს, სადაც ღვთისმსახურება ქართულ და არამეულ ენებზე მიმდინარეობს.
სოფელში ყოველწლიურად,  არამეულ ენაზე ლოცვების მოსასმენად, ათასობით ადამიანი ჩადის.
პრეზიდენტის მრჩეველს ქანდაში ტაძრის წინამძღვარმა, მამა სერაფიმემ უმასპინძლა.
სოფიო შამანიდის თქმით, მოსახლეობას ძირითადად სასმელი წყლის და შიდა გზების მოწესრიგების პრობლემა აწუხებს, რომლის მოგვარებაც,  ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები