ლუვრში ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა (ფოტო)

ცხრა ქართველ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 600-მდე მხატვარს 3 დღე ლუვრი მასპინძლობს.
პროექტ Art shopping Paris-ის ფარგლებში, ლუვრში საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს ლელა ტაბლიაშვილმა, გიორგი ტაბლიაშვილმა, ლელა გელეიშვილმა, დავით სილაგაძემ, ლევან ბუჯიაშვილმა, ივანე კვიცინაძემ, ინგა გაბაშვილმა, ნათია დოლიძემ და რუსუდან ზვიადაძემ. გალერეაში გამოფენა-გაყიდვა კიდევ სამი დღე გაგრძელდება.
პროექტ Art shopping-ში ქართველი მხატვრების ჩართვა თბილისის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.
ქართველმა მხატვრებმა პარიზში ინდივიდუალური სტილის ნახატები წარადგინეს. ლელა ტაბლიაშვილის „ამაოების ბაზარი“, გიორგი ტაბლიაშვილის „ზღაპრული ცხენები“, ლევან ბუჯიაშვილისა და ივანე კვიცინაძის ქანდაკებები. პარიზში  ქართველი ხელოვანების ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.
14666285_1496749470341038_2362386461555667086_n 14632826_1496749443674374_6172736357015910986_n 14713709_1496749403674378_224410562596784165_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები