მაკა ჩიჩუა თანამედროვე საწარმო-მაღაზიის, „ფუნდუკის” პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა თანამედროვე სუვენირებისა და აქსესუარების საწარმოსა და მაღაზიის, „ფუნდუკის” გახსნაზე იმყოფებოდა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების ხელნაკეთი, ეკოლოგიური მასალისაგან დამზადებული ავეჯი და აქსესუარები.
მაკა ჩიჩუა, მოდის კვირეულის ფარგლებში, სასტუმრო “რუმსში” გამართულ მოდის ჩვენებასაც დაესწრო, რომელზეც ცნობილი ქართველი დიზაინერის, სალომე ტყაბლაძის კოლექცია იყო წარმოდგენილი.
მაკა ჩიჩუასთან ერთად, ჩვენებას ანა მარგველაშვილიც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები