თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

23 ოქტომბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, დილის 07:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტებით ივლის. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩის ნაცვლად, სვლას  300 არაგველის ხიდისა და მარცხენა სანაპიროს გავლით გააგრძელებენ.
კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ბოლო გაჩერება ამაღლების ქუჩაზე იქნება.
ვაკე-საბურთალოდან და სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები მელიქიშვილის ქუჩიდან ფილარმონიასთან ჩაუხვევენ კოსტავას ქუჩაზე და გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით,  ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ.
ხეთაგუროვისა და ჩიტაიას ქუჩებიდან სადგურისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ჩიტაიას, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები