მარათონი სირბილში – „ვეტერანები ჯანსაღი ცხოვრების სადარაჯოზე“ გაიმართა

„ვეტერანები ჯანსაღი ცხოვრების სადარაჯოზე“ – ამ დევიზით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით მარათონი სირბილში ჩატარდა.
როგორც “კვირას” სამსახურიდან აცნობეს, ვეტერანის კვირეულის ფარგლებში, ვეტერანები დღეს კუს ტბის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მარათონში მიიღეს მონაწილეობა. ფინიშის ხაზი პირველმა ჯიმი ინატაშვილმა გადაკვეთა, მეორე ადგილზე – დავით გიუნაშვილია, ხოლო მესამეზე ლევან შანიძე გავიდა. გამარჯვებულები სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ კვეზერელმა და დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ სპორტული საათებით, თასითა და სიგელებით დააჯილდოვეს. მარათონის ორგანიზებაში სამსახურის მხარდამჭერია ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები