ნინო წილოსანი გურულ სტუდენტებს შეხვდება

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, იმ ლანჩხუთელ, ჩოხატაურელ და ოზურგეთელ სტუდენტებს შეხვდება, ვინც თბილისის უნივერსიტეტებში სწავლობს.
შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგაზრდებს გურიის განვითარების და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ესაუბრება.
ნინო წილოსანი თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებს ხვალ, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები