ხვალ ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეროვნულ საშენ მეურნეობაში უმასპინძლებს.

ღონისძიების ფარგლებში, მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარსაფარი ხეივანი გაშენდება. საშენ მეურნეობაში აუქციონიც გაიმართება, სადაც იშვიათი ჯიშის სახეობები იქნება გამოტანილი.

შეხვედრის ადგილი: ეროვნული საშენი მეურნეობა გარდაბნის რაიონი, სოფელი სართიჭალა (თბილისი – გომბორის გზატკეცილის მე-6 კმ)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები