ორი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა

დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ორი ჯარისკაცის მდგომარეობა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილი, ამ ეტაპზე მძიმეა. ამის შესახებ კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა კოსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ერთ ჯარისკაცს სხეულის მრავლობითი დაზიანება აქვს მიღებული, გულმკერდის დახურული ტრამვა, ფილტვების დაჟეჟილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აქვს. ზოგადი მდგომარეობა პაციენტის არის სტაბილურად მძიმე. მიმდინარაობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია, ამასთან უგრძელდება მკურნალობა და მოთავსდება რეანიმაციის განყოფილებაში. მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია შედარებით. გამოხატულია ქალა-ტვინის დახურული ტრამვა. თავის ტვინის შერყევა, რეტროგრადიული ამნეზიით. ორივეს შემთხვევაში მდგომარეობა რჩება მძიმე“,- განაცხადა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები