”ნაციონალური მოძრაობა” ავარიაში ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დედოფლისწყაროს რაიონში მომხდარ ავარიაში ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
”ეს არის უმძიმესი ტრაგედია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვიზიარებთ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრების, ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. იმ სამხედროებს კი, რომლებიც ავტოავარიის დროს დაშავდნენ, გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა. მანქანანაში 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, 10 კი მძიმედ დაშავდა.
ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის შენახვის სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროდან ოსიაურისკენ გადაადგილდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები