ჯანდაცვის და თავდაცვის მინისტრები ინგოროყვას კლინიკაში დაშავებული ჯარისკაცების მოსანახულებლად მივიდნენ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ინგოროყვას კლინიკაში დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული ჯარისკაცების მოსანახულებლად მივიდნენ.

დაშავებული ჯარისკაცები სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მიიყვანა.

22 დაშავებული სამხედრო დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, 8 კი წნორის კლინიკაში გადის მკურნალობას. მათ მოსანახულებლად თავდაცვის მინისტრი კახეთში ჩავიდა.

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე, “კამაზის” მარკის სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე ერთი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 10-მდე კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები