ლევან გოგიჩაიშვილი სკოლის პედაგოგებს შეხვდა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან გოგიჩაიშვილი 162-ე სკოლის პედაგოგებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა თითოეულ პედაგოგს მადლობა გადაუხადა არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურშიც მის გვერდით იქნებიან.
“მე ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და ეს მე სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო ბრძოლა. თქვენ მაძლევთ მე მანდატს და მზად ვარ ეს მანდატი გამოვიყენო თქვენთვის და ჩემი ქალაქის სასიკეთო საქმეების კეთებისთვის”, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები