საქართველოს ბაზარზე სამი ახალი ავიაკომპანია შემოდის

საქართველოს ბაზარზე სამი ახალი ავიაკომპანია შემოდის. როგორც თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანიის “ტავ ჯორჯიას“ გენერალურ მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განაცხადა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამი ახალი ავიაკომპანია – Turkmenistan Airlines, Pobeda და Dart ავიარეისებს ნოემბრიდან შეასრულებს.
როგორც თეა ზაქარაძემ აღნიშნა, გადაყვანილი მგზავრების 90 პროცენტზე მეტი სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის.
„ნოემბერში სამი ახალი ავიაკომპანია იწყებს რეისების შესრულებას. აქედან აღსანიშნავია Pobeda როსტოვის მიმართულებით, რადგან არის დაბალტარიფიანი. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც დაბალტარიფიანი კომპანია იწყებს ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ასევე აღსანიშნავი მიმართულებაა თურქმენეთი, რადგან ახალია და დღემდე არ ყოფილა. გარდა ამ სამისა, ასევე გვაქვს მოლაპარაკებები სხვა ავიაკომპანიებთან“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები