სახელმწიფო კონსერვატორიაში, რექტორის თანამდებობისთვის, ორი კანდიდატი იბრძვის

მაია მიშველაძე და რეზო კიკნაძე სახელმწიფო კონსერვატორიაში მიმდინარე რექტორის არჩევნებისთვის იბრძვიან. წინასაარჩევნო პროცედურების დასრულების შემდეგ, ფარული კენჭისყრა გაიმართება.
”რექტორობის კანდიდატები წარადგენენ თავის საარჩევნო კონცეფციას, თავის საარჩევნო გეგმა უკვე დაწერილი აქვთ და აკადემიური საბჭო გაეცნობა ამას, იმსჯელებენ და გააკეთებენ თავის არჩევანს. ჩემი მოლოდინია, რომ მე კვლავ ამირჩევენ. არ გამიკვირდება ასე რომ მოხდეს, მაგრამ დაველოდოთ შედეგებს,“ – განაცხადა რექტორობის კანდიდატმა რეზო კიკნაძემ.
მეორე კანდიდატს მაია მიშველაძეს პროცედურებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. “საბჭოს მინდა დაველაპარაკო, მაქვს ჩემი შენიშვნები პროცედურების მიმართ და ეს მინდა გავუზიარო მათ. მოქმედ რექტორს რომ არ უნდა შევეჭიდო, ეს ძალიან კარგად ვიცი,“ – აღნიშნა მაია მშვილდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები