ნინო წილოსანის ინიციატივით, დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნესის განვითარების ცენტრებს გახსნის

გურიაში, ბიზნესის განვითარების ცენტრები იწყებს ფუნქციონირებას.
დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე, ცენტრების კონცეფციას წარმოადგენენ, სიტყვით გამოვლენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ნინო წილოსანი.
პრეზენტაციას დაესწრებიან ადგილობრივი მეწარმეები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.
“დამსაქმებელთა ასოციაციის” მიერ გურიაში “ბიზნესის განვითარების ცენტრების” შექმნის იდეა ნინო წილოსანს ეკუთვნის.
ცენტრების ძირითადი ფუნქცია იქნება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა ახალი ტექნოლოგიების, საუკეთესო პრაქტიკისა და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარების გზით.
ღონისძიება 21 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კაფე “ვენეციაში” (მის: ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. 107) გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები