ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მე-10 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა.
ნაცვლიშვილმა მეწარმეებთან ერთად განიხილა 2012 წლიდან დღემდე განხორციელებული მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები, ისაუბრა პარტია „ქართული ოცნების” სამომავლო გეგმებზე და ისნის, როგორც ინდუსტრიული რაიონის განვითარების აუცილებლობაზე.
„წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკა ჩვენი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, რათა სამომავლოდ ისინი კონკურენტუნარიან სუბიექტებად ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები გიორგი გახარია და გია ჟორჟოლიანი. მათ ასევე დაადასტურეს, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაშიც ინტენსიურად გაგრძელდება ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები