ლევან იზორია: აღფრთოვანებული ვარ, ჩვენი სამხედრო ორკესტრის შესრულების მაღალი დონით

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრმა საკუთარი შემოქმედება წარადგინა.
ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გამართულ კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი, პირველ ლედი და თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ.
როგორრ “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონიძიებაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„აღფრთოვანებული ვარ ჩვენი სამხედრო ორკესტრის შესრულების მაღალი დონით. მათ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არიან მაღალი დონის პროფესიონალები. ბუნებრივია, ისინი აგრძელებენ ორკესტრის დიდ ტრადიციებს, მონაწილეობენ არაერთ საერთაშორისო ფესტივალში და დღესაც, ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, ჩვენ – მსმენელებსა და მთლიანად საქართველოს დაუმტკიცეს, რომ, მართლაც, მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. დიდი მადლობა მათ ასეთი დიდი შრომისთვის, ბუნებრივია, ამ შრომას დავაფასებთ და სამინისტრო ორკესტრს ყველანაირად ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
 
ორკესტრს დირიჟორობა, კაპიტან კობა მერმანიშვილთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს უელსის პრინცის დივიზიის მუსიკალურმა დირექტორმა და დირიჟორმა, კაპიტანმა პოლ კოლის-სმიტმა გაუწია. ქართველ სამხედრო მუსიკოსებთან ერთად, კონცერტში ორი ბრიტანელი მუსიკოსი – ალისა რასელი (ტენორჰორნი) და ბენ ჰალსტედი (საყვირი) მონაწილეობდა.
 
სამხედრო მუსიკოსებმა სასულე მუსიკისთვის შექმნილი ნაწარმოებები დაუკრეს. პირველად შესრულდა სტივენ ბრაიანტის „ბინდი“ (DUSK), რომელიც ქართველ გმირებს მიეძღვნა.
 
დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ორკესტრებს შორის პარტნიორობის აღსანიშნავად, კაპიტანმა პოლ კოლის-სმიტმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა სიმბოლური ნოტები იმ მარშის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის მის მიერ შეიქმნა. საღამო აღნიშნული მარშით დასრულდა.
 
კონცერტი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი და ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ როს ეთელიც დაესწრნენ.
 
ქართული და ბრიტანული სასულე ორკესტრები 2012 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ; მართავენ ერთობლივ კონცერტებსა და, გამოცდილების გაზიარების მიზნით, მასტერკლასებს.
 
შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრი ფეს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები