ვინ არის 15 წლის ქართველი, რომელიც საფრანგეთის “პსჟ”-ში თამაშობს – “თუ წავაგეთ, იმ დღეს ჯობია არავინ დამელაპარაკოს”

„მე ყოველთვის ვამაყობ ჩემი წარმომავლობით, რომ ქართველი ვარ, იმითაც ვამაყობ, რო14641990_1264033580285799_8875055305805782995_nმ ქართველი საფრაგეთში, „პსჟ“-ში თამაშობს“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას 15 წლის ნიკა ქუთათელაძე, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა “პარი სენ ჟერმენის” აკადემიაში ირიცხება.

იგი, ამჟამად 16-წლამდელთა გუნდში გამოდის, მაგრამ 17-წლამდელებთან ერთადაც ვარჯიშობს. გუნდში თავდამსხმელის სტატუსით სარგებლობს და უკვე მეოთხე თამაშიც ითამაშა, მათ შორის სამჯერ ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა.
როგორც ნიკა ქუთათელაძემ „კვირას“ განუცხადა, 23 ოქტომბერს, „პსჟ“ მატჩისთვის ემზადება. იგი მეტოქის „ბულონის“ კარში პირველი გოლის გატანას გეგმავს.
„კვირას თამაში გვაქვს, ჩვენი მეტოქე „ბულონია“, ჯერ გოლი არ გამიტანია, იმედი მაქვს, კვირას გოლს გავიტან“, – ამბობს ნიკა ქუთათელაძე და „კვირასთან“ წარსულს იხსენებს – როგორი იყო გზა საქართველოდან საფრანგეთამდე.

„პირველი ნაბიჯები“14690941_1264033576952466_28797138242014666_n

„ჩვენი ოჯახი „პლეხანოვზე“ კამოს ქუჩაზე ვცხოვრობდით. თავდაპირველად, 23 – ე სკოლაში მივედი. იქ მე-2 კლასამდე ვსწავლობდი. ჯერ კიდევ 5 წლის ვიყავი, როდესაც ბაბუამ ფეხბურთზე მიმიყვანა და ირაკლი გორგოშიძის გუნდში, „ლიდერში“ დავიწყე თამაში. „გეპეის“ სტადიონზე 8 წლამდე ვვარჯიშობდი. ამის შემდეგ მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში წავეყვანე. სინჯები ჩეხეთში, პრაღაში გავიარე. თავიდან ძალიან მიჭირდა, ძნელი იყო ენობრივი ბარიერის გამო, თუმცა ფეხბურთს ყველგან თავდაუზოგავად ვთამაშობდი. ყველა სიძნელეს გავუმკლავდი. ახლა ვსაუბრობ ჩეხურად, ინგლისურად, რუსულად და ფრანგულად. დღეს ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგად ფრანგულს ვფლობ“, – ამბობს ნიკა ქუთათელაძე.

14720515_1264033573619133_5418817333614247784_nჯახი
„ მე ოჯახის უფროსი შვილი ვარ. ძმა მყავს, სანდრო ქუთათელაძე, 9 წლისაა. ის ძალიან მაგარი ფეხბურთელი იქნება, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ. ისიც აქ არის. სანდრო „პსჟ“-ს 10 წლამდე ასაკის ფეხბურთელებშია მე კი 16/17 წლის მოზარდების ჯ14720382_1264033620285795_963402138158207270_nგუფში ვარ. ბაბუაჩემი, ნუგზარ ქუთათელაძე, მაგარი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ძალიან დამაკლდა. მახსოვს ძალიან კარგად , თითქმის ყველა ვარჯიშზე დამყვებოდა, ვარჯიშის შემდეგ კი სახაჭაპურეში დავყავდი, აჭარული ხაჭაპური მიყვარს. მამა- სერგო ქუთათელაძეა, თუმცა მას ბებიას გარდა ამ სახელს არავინ ეძახის, მეგობრებში მას “ფრანცუზას” ეძახიან და ყველა ამ სახელით იცნობს. სამწუხაროდ, მეორე ბაბუაც გარდამეცვალა, ძალიან ცნობილი ექიმი იყო, ვიქტორ ლაგუნოვი. დედა კი სალომე ლაგუნოვაა. რომ არა ჩემი ოჯახი,
მხოლოდ მშობლებს არ ვგულსხმობ, ოჯახის ყველა წევრის დამსახურებაა, ბაბუების, ბებიების დამსახურებაა, რომ დღეს საფრანგეთში ვთამაშობ, დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის. დღეს, ჩემი მშობლებიც აქ არიან, ჩვენთან ცხოვრობენ.“

14595704_1264033606952463_2062347418800685355_nსაფეხბურთო კარიერა

„ჩეხეთიდან 10 წლის წინ წამოვედით და საფრანგეთის საფეხბურთო გუნდ „ლილიში“ დავიწყე თამაში. საფრანგეთში მე-7 წელია რაც ვართ. სწორედ „ლილის“ დამსახურებაა, რომ დღეს „პსჟ“-ში ვთამაშობ. „ლილის“ მაისურით 117 გოლი გავიტანე. „ლილის“ გუნდში მოთამაშე ბავშვებს ყველა ძალიან აკვირდება. სკოლაში, აქ ვსწავლობ. ჩემი ყოველი დილა 8.30 წუთზე იწყება. სკოლაში მივდივარ, სწავლას დიდ დროს ვუთმობ, ყოველ საღამოს კი ვვარჯიშობ.”

კუმირი ფეხბურთელები და ოცნებები14718852_1264034160285741_3198667451655045585_n

„ჩემი კუმირი ფეხბურთელი შოთი არველაძეა. მომწონს ზინედინ ზიდანი. მისი თამაში მომწონდა. ახლანდელი მოთამაშეებიდან ლეონელ მესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომწონს. ჩემი ოცნებაა, მომავალში საქართველოს ნაკრებში და „პსჟ“ -ში ვითამაშო. ჩემი მომავალი გეგმები ასეთია – შრომა, შრომა და კიდევ შრომა, დანარჩენს დრო გვიჩვენებს . როცა სტადიონზე გავდივარ, მხოლოდ გამარჯვების ჟინი მამოძრავებს. თუ წავაგეთ, იმ დღეს ჯობია საერთოდ არავინ დამელაპარაკოს, ძალიან განვიცდი და ცუდ ხასიათზე ვარ, თუმცა ძალიან იშვიათად ვაგებთ. ჩემი გუნდი ლიდერია.“

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები