“ნაძალადევის” მეტროში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

მეტროსადგურ “ნაძალადევში” მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს.
“დღეს, თბილისის მეტროში 15:57 საათზე, სადგურ „ნაძალადევის“ მეორე ხაზზე მოხდა უბედური შემთხვევა. ვაგონიდან გამოსულ შუახნის მამაკაცს, რომელმაც არ დაიცვა მგზავრობის უსაფრთხოების წესები, დაეჯახა მოძრავი შემადგენლობა. მამაკაცს ადგილზე, დროულად, აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ამ მომენტისათვის, თბილისის მეტრო მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება, გარდა ნაძალადევის სადგურისა. ადგილზე, გამოძიების მიზნით, მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები