ქუთაისში რეაბილიტირებული ნიკეას ქუჩა გაიხსნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, გზის 2.2 კმ.-იანი რეაბილიტირებულ მონაკვეთს, 21 ოქტომბერს 12 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გახსნის. ქუთაისის ერთ-ერთი დიდი და დატვირთული ნიკეას ქუჩა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რის გამოც მოძრაობა ფერხდებოდა და მუდმივად იქმნებოდა საცობები. არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში ავტოსატრანსპორტო ნაკადების მოძრაობას და განტვირთავს არსებულ საცობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები