რეგიონებში ექსპრესლაბორატორიით გარემოს დაბინძურების მონიტორინგი გრძელდება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტი დაიწყო – სააგენტოს სპეცილისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს და მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან უკვე მოძრავი ექსპრესლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.
როგორც “კვირას“ სააგენტოდან აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში ექსპრესლაბორატორიის სამუშაო პროცესს დაესწრნენ და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები გააცნეს. ჟურნალისტებმა, სპეციალისტების დახმარებით, ადგილზე ატმოსფერული ჰაერის, ხმაურისა და ელექტრომაგნიტური გამოსხივება ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობაში განსაზღვრეს.
აღსანიშნავია, რომ ექპრესლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები გარემოს დაბინძურების კვლევებს რეგიონებში ახალი ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები