“სამუშაო ადგილზე სწავლების საუკეთესო პრაქტიკა” – პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში”, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პროექტის მონაწილეებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ძირითად მიზანს შრომის ბაზრის მთავარი გამოწვევის – პროფესიული და ტექნიკური მომზადების დონის გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკის პრეცედენტის შექმნა წარმოადგენს. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” მიერ განხორცილებული აქტივობების შედეგად, რეგიონალური და თბილისის საწარმოების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, „სამუშაო ადგილზე სწავლების” პრინციპით, ასოციაციის წევრ კომპანიებში ახალგაზრდები დასაქმდნენ. შეხვედრაზე მოხდა საუკეთესო მაგალითის გაზიარება ასოციაციის წევრ კომპანიებში, რათა მსგავს აქტივობებში ბიზნეს სექტორის ჩართულობა გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები