უფასო სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია გრძელდება

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, საზოგადოებრივი კოლეჯი “სპექტრი” ხელოსნების ქალაქში გთავაზობთ სწავლების კურსს, ავეჯის აწყობა კონსტრუირების დარგში. სახელმწიფო დაფინანსებით, წარჩინებულთათვის გარანტირებულია დასაქმება, მინიმალური ხელფასით – 1200 ლარი. სამუშაოს მაძიებლები გაივლიან მოკლევადიან კურსს, რომლის ხანგრძლივობა 2 თვეა. სწავლის პროცესი „ხელოსანთა ქალაქის“ ბაზაზე ჩატარდება.
დაინტერესებული მოქალაქეების მომზადება-გადამზადება განხორციელდება პროგრამაში – დურგალი (ავეჯის დამამზადებელი), რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის შედეგად გამოვლინდა. რეგისტრაცია იწარმოებს 30 სექტემბრის ჩათვლით, სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ სერვისცენტრებში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ შრომისუნარიან მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 16 წელი და სურს, მოთხოვნადი პროფესიებიდან ერთ-ერთს დაეუფლოს. რეგისტრანტმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაიაროს შესაბამისი პროცედურა პროგრამაში ჩასართავად. ამ პროგრამით სახელმწიფო, პროფესიული სასწავლებელი და უშუალოდ დამსაქმებელი ორგანიზაცია „ხელოსანთა ქალაქი“ სამუშაოს მაძიებელთათვის ქმნის დამატებით საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები ამა თუ იმ პროფესიაში, იმისათვის, რომ გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები და გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომსახურების ოფისი: თბილისი, ი. ჯავახიშვილის ქ. 51ბ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“: 2 40 16 87 e-mail: spectri.org@gmail.com; www.facebook.com/spectri; www.spectri.org

R
14670852_1494408360575149_1841531630397342871_n 14680545_1494408383908480_2417768179109954762_n 14716063_1494408430575142_1239687812241159812_n 14666195_1494408490575136_5739133206505063309_n 14731118_1494408637241788_485338663146373296_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები