გლდანის მასივს ორი ალტერნატიული კვების წყარო ექნება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” გლდანის ხევში, ჯანჯღავას მე-2 შესახვევთან, ორი ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.
როგორც “კვირას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნულ პროექტში კომპანიამ 50 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
დღეს დილით ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები დაიწყება, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გლდანის მასივს ორი ალტერნატიული კვების წყარო ექნება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, დღეს, 20 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან 21 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება
 გლდანის რაიონში:
ცენტროლიტის დასახლებაში: ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის, მ. წერეთელის, ბარალეთის, სკოლის, ლიბანის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, გმირ კურსანტთა, ლაგურაშვილის და რევოლუციის ქუჩებს;
კონიაკის დასახლებაში:
ილორის, ზარზმის და იპ. ივანოვის, სარაჯიშვილის ქუჩებს;
თემქის IIIმ/რ, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რ, გლდანულას, გაზის და ბერთუბნის დასახლებებს; სოფ. გლდანს და სოფ. გიორგიწმინდას; მუხიანის სამხედრო დასახლებას და აგარაკებს; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს და „ჰაიდელბერგცემენტის” ბეტონის ქარხანას;
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები