მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კრაკოვში პოლონეთის თავდაცვის მინისტრს ანტონი მაჩიერევიჩს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს პოლონეთსა და საქართველოს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა. პოლონეთმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებაში, ყველა იმ პრაქტიკული და ქმედითი მექანიზმების რეალიზაციაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებას. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მიესალმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის კონფერენციაში, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამუშაო პანელზე. მიხეილ ჯანელიძე კონფერენციაზე ევროპარლანეტის ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები