თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ფინეთის თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ იუსსი ვოუტილაინენს უმასპინძლა. ორმხრივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პოლკოვნიკ იუსსი ვოუტილაინენსთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ფინეთის შეიარაღებულ ძალებში გატარებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებასაც. ლელა ჩიქოვანმა ფინეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მომავალ ვიზიტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის მაღალი დონის ვიზიტები სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისათვის კარგი შესაძლებლობაა.
ლელა ჩიქოვანმა სტუმარს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო და სამომავლოდ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, კიბერუსაფრთხოების სფეროს, რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები