“ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყეს

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, “ქართული ოცნების” ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყეს. სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნაში ოზურგეთის საარჩევნო ოლქში გამარჯვებული კანდიდატი არჩილ თალაკვაძე მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ყველა პოლიტიკური სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს საარჩევნო სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა. პირდაპირი საარჩევნო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ამის შეუსრულებლობა იწვევს კანონდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები