დათვის ძებნის ოპერაცია შეწყდა

ორდღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მობილურმა ჯგუფმა დათვის ძებნის ოპერაცია შეწყვიტა. როგორც „კვირას“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, ორი დღის განმავლობაში დათვის ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინეს.
სააგენტოს თქმით, აღნიშნული დროის განმავლობაში, მოქალაქეებისგან სხვა ზარი არ დაფიქსირებულა, რაც დათვის კვალის ძიების დამატებით მოტივაციას მისცემდა.
შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს, გვიან ღამით, აღნიშნულ სააგენტოში, საბურთალოს რაიონის იყალთოს ქუჩიდან ზარი დაფიქსირდა. მოქალაქე აცხადებდა, რომ მან ეზოს კარებთან დათვი დაინახა. მას იმ პერიოდიდან მოყოლებული, ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები