მომრავლდა შემთხვევები, როდესაც დათვის ბელებს სახლის პირობებში ზრდიან – ზურაბ გურიელიძე

​თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ დაუშვებელია დათვის ბელის სახლის პირობებში გაზრდა, ხოლო მოქალაქეები, რომლებიც მტაცებელი ცხოველის ნაშიერს დასახლებულ პუნქტებში ტყვეობაში ამყოფებენ, საფრთხეს უქმნიან როგორც თავიანთი ოჯახის წევრების, ისე გარშემო მყოფთა სიცოცხლეს.
​როგორც “სითი კვირას” ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ბოლო ხანებში თბილისში და მთლიანად საქართველოში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ნადირობისას ადამიანების ხელში მოხვედრი02ლი დათვის ბელები სახლებში მიჰყავთ და ტყვეობაში ამყოფებენ.
„გაზაფხულზე დედა დათვს კლავენ და შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობით ბელები ხვდება ადამიანების ხელში. ეს სერიოზული პრობლემაა. არის შემთხვევები, როდესაც სახლის პირობებში არა მარტო ბელები, არამედ საკმაოდ მოზრდილი დათვებიც ჰყავთ”. – აცხადებს გურიელიძე.
მისი აზრით, ამ მიმართულებით შესაბამისმა სამსახურებმა გარკვეული სანქციების დაწესებასა და კონტროლის გამკაცრებაზე უნდა იზრუნონ, რადგან პრობლემა უკვე დიდი ხანია, არსებობს. ​თბილისის ზოოპარკის დირექტორის აზრით, პირველ რიგში, ამ დათვებისთვის უნდა ააშენონ თავშესაფარი, შემდეგ დაიწყონ მოსახლეობაში მათი მოძიება და დათვის ბელები ჩამოართვან.14800781_1333659813325825_479880097_n „ის პირები, ვისაც სახლში დათვი ჰყავს, მიუხედავად მათი მოტივაციისა, უნდა დაისაჯონ. არ ვგულისხმობ ციხეში ჩასმას, მაგრამ გარკვეული მკაცრი ზომების გატარება საჭიროა. ნებისმიერ შემთხვევაში, მტაცებელი ცხოველი გარკვეულ რისკებს წარმოშობს. მისთვის მცნება „ეს ჩემი პატრონია და ხელი არ უნდა ვახლო“ – არ არსებობს. ის ძაღლი არ არის და ვერც ვერასდროს გახდება. უმეტესწილად, ამ ადამიანებს არ აქვთ ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება. ამისთვის არსებობს შესაბამისი დაწესებულებები, მაგალითად, ზოოპარკი”, – აცხადებს ზურაბ გურიელიძე.
მისივე განმარტებით, სახლის პირობებში დათვის გაზრდა საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება.
14741153_1333677803324026_136953315_n-300x208

წყარო:  www.city.kvira.ge

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები