გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამასთანავე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდინარე დევდორაკის ხეობაში ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) შედეგად, სტიქიური მოვლენის განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ.134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია 24 საათის მანძილზე, გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები