ყვარლის მუნიციპალიტეტში შალოშვილის ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
რეაბლიტირებული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტით გათვალისწინებული იყო 300 მ-იანი გზის რეაბილიტაცია, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 5-6 მ-ია. მოეწყო ტროტუარი და გარე განათება, მოასფალტდა ასევე მოედანი.
„შალოშვილის ღვინის მარანთან“ მისასვლელი გზით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრი მოსახლეობის გარდა,  „შალოშვილის ღვინის მარნის“ დამთვალიერებლები, მათ შორის, უცხოელი ტურისტები სარგებლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები