ზურაბ აბაშიძე: რუსეთიდან ჩვენი ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან საუბარი ექნება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებზე.
როგორც გამგზავრების წინ, აბაშიძემ განაცხადა, ქართული მხარე კარასინისგან ამ თემაზე ახალ წინადადებებს ელოდება.
„იანვრიდან საგრძნობლად გამარტივდა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისათვის, მათ რაღაც განცხადებები გააკეთეს რამდენიმე თვის წინ, რომ თითქოს კიდევ უფრო გამარტივებას ფიქრობენ და გეგმავენ, თუ არის რაიმე წინსვლა, მოვისმენთ ამას და თუ იქნება რაიმე ინფორმაცია, ჩამოვიტანთ ამ ინფორმაციას“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში დაიწყება ქართული კინოარქივის საქართველოში დაბრუნების პროცესი.
„შემიძლია ერთი საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია დავაანონსო, უახლოესი კვირეების მანძილზე იწყება პროცესი ჩვენი ფილმების არქივის გადმოტანისა რუსეთიდან“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში ხვალ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები