სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიას IDFI-ის ჯილდო გადაეცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას 2016 წელს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ჯილდო გადაეცა.
როგორც “კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ინსტიტუტის მიერ განხორციელებულმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგმა აჩვენა, რომ 2016 წელს საჯარო ინფორმაცია, სრულყოფილი სახით და კანონმდებლობით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადის დაცვით, გასცა 55-მა საჯარო დაწესებულებამ. მათ შორის საჯარო ინფორმაციის გაცემის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას.
IDFI-მ გუბერნატორის ადმინისტრაციას 2016 წელს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით 19-ჯერ მიმართა და ყველა შემთხევაში სრულყოფილი პასუხი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით მიიღო.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოში 2010 წლიდან ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები