თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო,  ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, ნაძალადევის, მთაწმინდის, კრწანისის და საბურთალოს რაიონებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის VII მიკრორაიონის, ბარისახოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია  მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულებისთანავე  აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები