ამ წუთებში იყალთოს ქუჩაზე დათვს ეძებენ

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე დათვს ეძებენ. გარეული ცხოველი იყალთოს ქუჩის ორმა მაცხოვრებელმა შენიშნა და 112-ში დარეკა.
ამ წუთებში ადგილზე მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები და მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებებს აწარმოებენ. როგორც „კვირას“ მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თემურ ფხალაძემ განუცხადა, ადგილზე რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული და პერიმეტრს ამ დრომდე ამოწმებენ.
„კვირას“ ინფორმაციით, დათვი თბილისის ზოოპარკს არ ეკუთვნის. ცხოველის დაკარგვას არც ზოოპარკში ადასტურებენ და არც ცირკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები