დავით ნარმანია რევაზ გაბრიაძეს „საპატიო თბილისელის“ ჯილდოს პირადად გადასცემს – რატომ ვერ დაესწრო რეჟისორი ცერემონიალს

როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა ვესტუმრები თეატრისა და კინოს სახელგანთქმულ რეჟისორს, მხატვარსა და მწერალს, ჩვენს საამაყო რევაზ გაბრიაძეს და პირადად გადავცემ ჯილდოს – ამის შესახებ თბილისის მერის დავით ნარმანიას წერილშია ნათქვამი.
ნარმანია განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რეზო გაბრიაძემ ვერ შეძლო ”თბილისობა 2016”-ის ფარგლებში გამართულ “საპატიო თბილისელის” დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება, რასთან დაკავშირებითაც თბილისის მერმა წერილი მიიღო.
„როგორც მოგეხსენებათ, ბატონ რევაზ გაბრიაძეს წელს “საპატიო თბილისელის” წოდება მიენიჭა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბატონმა რევაზმა ვერ შეძლო ”თბილისობა 2016”-ის ფარგლებში გამართულ “საპატიო თბილისელის” დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება, რასთან დაკავშირებითაც მივიღე წერილი.
ბატონი რევაზ გაბრიაძე ამჟამად თბილისში არ იმყოფება. მეც რამდენიმე დღით, ოფიციალური ვიზიტით, სტრასბურგში მივემგზავრები. შესაბამისად, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ია მაქაცარიასთან ერთად ვესტუმრები თეატრისა და კინოს სახელგანთქმულ რეჟისორს, მხატვარსა და მწერალს, ჩვენს საამაყო რევაზ გაბრიაძეს და პირადად გადავცემ ჯილდოს. მანამდე კი მას ჯანმრთელობას ვუსურვებ!“, -აღნიშნავს ნარმანია.

14753256_725581924262839_7783983280147257152_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები