“თბილისობისადმი” მიძღვნილ ღონისძიებებს გიორგი ალიბეგაშვილი და მალხაზ მჭედლიშვილი დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილთან ერთად თბილისობა 2016-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
როგორც “კვირას” დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს წარმომადგენლებმა აბანოთუბანში და ლეღვთახევში გამართული მივიწყებული პროფესიების მიზანსცენები (მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე), ასევე დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე მოინახულეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. საკრებულოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაც დაათვალიერეს.
დღესვე გიორგი ალიბეგაშვილმა და მალხაზ მჭედლიშვილმა 40 სებასტიელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერი მოინახულეს და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მონასტერთან არსებულ მუზეუმში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ნივთები დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები