პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა რეანიმაციაში მყოფი დაშავებული ლგბტ თემის წარმომადგენელი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდმა დღეს ,,ნიუ ჰოსპიტალის” რეანიმაციაში მყოფი დაშავებული ლგბტ თემის წარმომადგენელი მოინახულა.
პრეზიდენტის მრჩეველმა უშუალოდ ექიმებისგან მიიღო პაციანტის შესახებ ინფორმაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძმეა.
სოფიო შამანიდმა დაგმო მოხდარი ძალადობა, სწარფი გამოძიების და პაცინტის მდგომარების გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.
„ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, მაგრამ განსაკუთრებით შემზარავია მოძლადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია. ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს მისი თავი ისე, როგორც ეს მას სურს, ჰქონდეს ის იდენტობა რომელსაც ის თავად აირჩევს და არავის აქვს უფლება მიუთიოთოს, გაკიცხოს, ან მით უმეტეს იძალადოს მასზე ამის გამო. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში, მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობისა, დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები და ამას დიდწილად უწყობს ხელს პოლიტიკოსების არაადეკვატური, ჰომოფობიური გამოხატულებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანიზაციები გამოიძებენ ამ საქეს და მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ ახალგაზრდა ადამინის მდგომარეობა გაუმჯოიბესდება”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები